"მანჩესტერ იუნაიტედის" სერბმა მცველმა ნემანია ვიდიჩმა განაცხადა,რომ გუშინდელ მატჩში "სუონსის" წინააღმდეგ უბრალოდ "წითელ ეშმაკებს" არ გაუმართლათ,რადგან მათ რამოდენიმე ძალიან კარგი მომენტი ჰქონდათ გოლის გასატანად.საბოლოოდ მატჩში ფრედ დასრულდა და "წითელმა ეშმაკებმა" აქტივში მხოლოდ 1 ქულა ჩიაწერეს.
"ჩვენ ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით,მაგრამ მისი გოლში გადაქცევა ვერ მოვახერხეთ.საბოლოოდ ჩვენ ფრის მიუხედავად ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ,მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მოწინააღდეგე გუნდი "სუონსი",რომელბმა ასევე ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენეს განსაკუთრებით კი დაცვის ხაზმა,რომელიც თითქმის დაუძლეველი ბარიერი გახდა ჩვენთვის." - განაცხადა ვიდიჩმა.
"გატანილი გოლის შემდეგ 10-15 წუთში "სუონსმა" ჩვენი კარის აღება მოახერხა და ამით ფაქტიურად თამაშზე კონტროლის უფლება მოიპოვა გარკვეული დროის მანძილზე.ჩვენ ძალიან ბევრი შანსი გვქონდა,მაგრამ ეხლა ამის შესახებ საუბარია ზედმეტია.უბრალოდ უიღბლობის ფაქტორი იყო.ჩვენ წინ რთული მატჩები გველოდება "ნიუკასლის","ვესტ ბრომიჩის" და "იუგანის" წინააღმდეგ,ამიტომ ეხლა სრული შემართებით უნდა შევხვდეთ პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩებს.ჩვენ დაგვიბრუნდა რამოდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი,რომლებმაც უკვე ტრავმა მოიშუშეს და ვფიქრობ ისინი ახალ ძალას შეგვმატებენ" - დაასრულა სერბმა მცველმა.