ეშლი იანგს მიაჩნია, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ დიდ პროგრესს მიაღწია, მწვრთნელის, რომლის ფილოსოფიამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ინგლისელს პოტენციალის გამოვლენის საშუალება მისცა.
მცირე ხნის წინ მიუნხენის "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი გამოტყდა, რომ მისი ყოფილი მწვრთნელი "ფეხბურთელებს აძლიერებს" და იანგი ასეთ შეფასებას ეთანხმება.
"რა თქმა უნდა, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკეთესები გახდნენ. სეზონის დასაწყისში მწვრთნელმა გვთხოვა თავდადებით გვეშრომა. გეგმების გაზიარებისას სამართლიანი და გულახდილი იყო. წინასასეზონო ტურნეს მსვლელობისას ყველას გვინდოდა მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. წარმატების მიღწევა ყველას სურს და ჩვენი მცდელობები ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო. ახლა სეზონის ბოლო იწყება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქულების აღება.
"ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. ყოველ კვირას ვთამაშობ. შემადგენლობაში ადგილისთვის დიდი კონკურენცია გვაქვს, რაც გუნდს წაადგენა.
თითოეული ფეხბურთელი ჩვენს წინაშე არსებულ დავალებაზეა კონცენტრირებული. ჩემი თამაშით ამჟამად ძალიან კმაყოფილი ვარ, შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება.
თითოეულ ფეხბურთელს სჯერა საკუთარი ძალების და არც მე ვარ გამონაკლისი. რამდენიმე მატჩი ჩემთვის წარმატებული გამოდგა. დახმარებას თანაგუნდელები აღმომიჩენენ, რომლებთან ერთად ერთი მიმართულებით ვმუშაობთ. ყველას ერთი და იგივე რამ სურს და მთავარი მწვრთნელის ფილოსოფიას მიჰყვებიან. გვინდა მოედანზე მისი მითითებები ზუსტად შევასრულოთ." - განაცხადა იანგმა.