"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი, ლუი ვან გაალი მზადაა უეინ რუნი ნახევარდაცვაში დააბრუნოს.
ბოლო ექვს მატჩში რუნი თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა და ხუთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება აუცილებელი იყო, რადგან რობინ ვან პერსი დაშავებული გახლდათ, ხოლო რადამელ ფალკაო საშინელ ფორმაში იმყოფება.
"Manchester Evening News"ის მტკიცებით, როცა თავდამსხმელების სიტუაცია გამოსწორდება, ვან გაალი იქნება მზად უეინ რუნი ნახევარდაცვაში განათავსოს.
ასეთმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა "იუნაიტედის" გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვიოს. მაგრამ ჰოლანდიელმა არაერთხელ განაცხადა, რომ უეინს შეუძლია ნებისმიერი პოზიციიდან სარგებლის მოტანა, რისი უნარიც სხვა მოთამაშეებს არ აქვთ.