ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების შემდეგ სამწვრთნელი კარიერიას დაასრულებს.
"წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტის მიხედვით ჰოლანდიელ სპეციალისტს 3 წელი აკავშირებს, რომლის ამოწურვის შემდეგ ოჯახზე ზრუნვას აპირებს.
"ჩემს ცოლს სურს დაუყობნებლივ გავიდე პენსიაში! უკვე ხუთი წელია! ჩემს სამსახურზე ვარ დაქორწინებული.
რა თქმა უნდა, 24 საათის განმავლობაში მწვრთნელი ვარ, 24 საათის განმავლობაში ჩემი შვილების მამა, 24 საათის განმავლობაში შვილიშვილების ბაბუა და მთელი 24 საათის განმავლობაში საკუთარ ცოლზე შეყვარებული. პროფესიაზე უფრო მეტად ვარ დაქორწინებული, ვიდრე მასზე. ასისტენტს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ცოლს.
პორტუგალიაში სამოთხის მსგავსი ადგილი მაქვს. კარიერის დასრულების შემდეგ მინდა იქ გავემგზავრო და გოლფი ვითამაშო, ვჭამო ფანტასტიური საჭმელი. პორტუგალიაში ძალიან კარგი ღვინო აქვთ. კარგი პლაჟი და სასიამოვნო ამინდია. არ მინდა მოგზაურობა. მე ერთადერთი ვარ, ვისაც ჩვენი მოგზაურობისას ყოველთვის დასდევენ. უკეთესია ჩემს პირად - ჩვენს - სამოთხეში ვისხდეთ.
ასევე მოხუცი ვარ. ეს ჩემი ბოლო სამსახურია. ნამდვილად ბოლო. ყურადღება შვილებს, შვილიშვილებს და ცოლსაც უნდა დავუთმო. ამას იმსახურებენ. ახლა კი ყურადღების მიქცევას ვერ ვახერხებ. მაგალითად, ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე გამოვტოვე. ეს არ მომწონს. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი ამაყობს ჩემით, მაგრამ ძალიან ვაკლივარ." - განაცხადა ვან გაალმა.