ანხელ დი მარიამ დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა და მზად არის გუნდს რთულ მატჩებში დაეხმაროს, რომელიც "ტოტენჰემის" შემდეგ კვირას "ლივერპულთან" შეხვედრით გაგრძელდება.
ინგლისის თასზე "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში არგენტინელი მოედნიდან გააძევეს, რის გამოც "ტოტენჰემთან" დაპირისპირება გამოტოვა, თუმცა ახლა ბრუნდება და ვან გაალის გუნდს დაეხმარება.
"წითელ ეშმაკებს" წინ "ლივერპულის" გარდა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ აქვთ მატჩები ჩასატარებელი, ისევე, როგორც "მეთოფეებთან" მატჩი მაისში. დი მარია აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელები თავდაჯერებულნი არიან და სეზონს მაღალ ადგილზე დაასრულებენ.
"თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს, რომ წინ რთული მატჩები გველის და მათი შედეგი სეზონს გადაწყვეტს.
ამას ყველა ხვდება და მის შესახებ ბოლო პერიოდში ყველა ფიქრობს და ლაპარაკობს. ისიც ვიცოდით, რომ სეზონის ბოლო ნაწილში ყველაფერი ერთად შეიკრიბებოდა.
კლუბში თითოეული ფეხბურთელი 100 %-ით თავდაჯერებულია. ჩემპიონთა ლიგაზე გვინდა დაბრუნება და ვიცით, რომ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სეზონის ბოლომდე ვიბრძოლებთ. როგორც მე ვიცი, "იუნაიტედი" არასდროს ნებდება ბოლო წუთამდე და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ." - განაცხადა დი მარიამ.