ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწრთნელმა როი ჰოჯსონმა მომდევნო მატჩებისთვის 25 ფეხბურთელს უხმო. შემადგენლობაში პირველად მოხვდა ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელსაც წლეულს ყველა ტურნირზე ჯამში ჩატარებული 42 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი. მომდევნო 2 მატჩში ინგლისის ნაკრების ღირსებას ამჯერად 5 მანჩესტერელი დაიცავს.
მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი ("საუთჰემპტონი"), ჯო ჰარტი ("მანჩესტერ სიტი")
მცველები: ლეიტონ ბეინსი ("ევერტონი"), გარი კეჰილი ("ჩელსი"), ნათანიელ კლაინი ("საუთჰემპტონი"), კირონ გიბსი ("არსენალი"), ფილ იაგიელკა ("ევერტონი"), ფილ ჯონსი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"). კრის სმოლინგი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კაილ უოლკერი ("ტოტენჰემი")