პედი მაკნეირსა და ანდრეას პერეირას ბრალი დასდეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანდრეას პერეირამ სტუდენტს ჯგუფური სექსი შესთავაზა, რაშიც 10 ათასი ფუნტის გადახდას პედი მაკნეირთან ერთად აპირებდა.
ბელგიაში დაბადებულმა ბრაზილიელმა 19-წლის კელი მაკკინის ნაღდი ფული შესთავაზა, თუ კი გოგონა მასთან და პედი მაკნეირთან ერთად ღამეს გაატარებდა.
გოგონა ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" საშობაო წვეულებაზე გაიცნეს, სადაც თავად დაპატიჟეს. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ანდრეასი კელის მიწვევას ეცადა.
"ტოტენჰემის" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრეასმა მაკკინი თავის სახლში მიიწვია, სადაც პრიველი გუნდის ორ სხვა წევრთან ერთად იმყოფებოდა.
შეტყობინება, რომელიც პერეირამ გოგონას მისწერა (თეთრ ფერში, მარცხნივ) და კელის პასუხი (მწვანე ფერში, მარჯვნივ).
პერეირას მიერ გაგზავნილ შეტყობინებებში მაკნეირის გვარი არ ფიგურირებს.
კელიმ მედიას განუცდა:
"კინაღამ სკამიდან გადავვარდი, როცა 10 ათასი ფუნტი შემომთავაზა ჯგუფური (სამი ერთად) სექსისთვის. რამდენად ვულგარული უნდა იყო, რომ ეს გააკეთო. ასეთი არ ვარ და ეს ძალიან, ძალიან შეურაცხმყოფელი მგონია.
ის ნამდვილად სასოწარკვეთილია და იტანჯება იმით, რომ ვერ უპოვია ვინმე, ვისაც სექსისთვის ფულს გადაუხდის."კელი ადასტურებს, რომ პერეირამ ის Twitter-ის საშუალებით შეამჩნია და საშობაო წვეულების შემდეგ მანჩესტერში მდებარე ბარში დაპატიჟა, სადაც გუნდის სხვა ფეხბურთელებთან ერთად უნდა დაელიათ.
WhatsApp-ში მიმოწერის დროს პერეირამ კელის ჰკითხა, ხომ არ სურდა მაკნეირთან და მასთან შეხვედრა, რაზეც მაკკინიმ უპასუხა, რომ ვერ ხვდებოდა, რას გულისხმობდა.
პერეირამ შემდეგნაირად დაუდასტურა:
"ჯგუფური სექსი. შენზე ვიზრუნებთ. გინდა? რამდენად. მითხარი. მზად ვიყავით თითოეულს 5 ათასი გადაგვეხადა."პერეირას აგენტმა ამის თაობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ის ახალგაზრდა და მარტოხელაა, ამიტომ ნებისმიერთან ექნება სექსი, ვისთანაც ისურვებს. რისთვის უნდა მოიხადოს ბოდიში?"წყარო:
dailymail