მემფისი "იუნაიტედს" კიდევ უფრო მიახლოვდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ჰოლანდიის ნაკრებისა და პსვ-ს გარემარბ, მემფის დეპაის ტრანსფერთან დაკავშირებით.
21 წლის დეპაი ერთ-ერთი მოთხოვნადი მოთამაშეა ევროპულ ფეხბურთში. "იუნაიტედის" გარდა, პრემიერ ლიგის სხვა კლუბებსაც სურთ ჰოლანდიელის გადაბირება. "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" სკაუტები ბოლო პერიოდში რეგულარულად ესწრებიან პსვ-ს მატჩებს.
თუმცა Goal-ის მტკიცებით, დეპაიმ სურვილი გამოთქვა "იუნაიტედში" ასპარეზობაზე, რომელსაც მისი ყოფილი მწვრთნელი თავკაცობს. კლუბი დარწმუნებულია, რომ დეპაი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება, ხოლო ეს ტრანსფერი "იუნაიტედს" 22 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
ცნობილია ისიც, რომ "იუნაიტედმა" დიდ პროგრესს მიაღწია, პსვ-სთან და დეპაის აგენტთან მოლაპარაკებაში, თავად ფეხბურთელს კი, ვან გაალი ბევრ სათამაშო დროს ჰპირდება.
აქვე დავამატებთ, რომ დეპაიმ ამ სეზონში 33 მატჩის ჩატარება და 22 გოლის გატანა შეძლო ყველა ტურნირის მასშტაბით. გამოცემის თანახმად, მემფისი იქნება პირველი ტრანსფერი იმ მრავალთაგან, რომელსაც "იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში განახორციელებს.
წყარო:
fapl.ru