19-03-2015, 11:25
ნანახია: 2657,
კომენტარები: 12
დი მარიამ აგენტს მითითებები მისცა
არგენტინელმა აგენტს თავისი მომავლის შესახებ მითითებები მისცა.
ანხელ დი მარიამ თავის აგენტს ხორხე მენდეშს აცნობა, რომ ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს და ახალი კლუბის მოძებნა დაავალა.
ესპანური მედია ირწმუნება, რომ პრემიერ ლიგაში სირთულეების შექმნის შემდეგ არგენტინელს სცენარის შეცვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ ანხელი "იუნაიტედს" მადრიდის "რეალიდან" 59.7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.
თუმცა ჩატარებულ 21 მატჩში მან მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და გულშემატკივარში ბადებს კითხვას, არის თუ არა ის ვან გაალის შემადგენლობისთვის საჭირო ფეხბურთელი.
თუ ჭორებს დავუჯერებთ, დი მარია თავის მომავალს პსჟ-ს უკავშირებს, თუმცა მისით "ბარსელონა" და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან.
წყარო:
express.co.uk
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.