თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2015, 10:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 8
კარაგერისა და ნევილის შემადგენლობები
ჯეიმი და გარი "ენფილდზე" მატჩისთვის საკუთარ შემადგენლობას აყენებენ.
კარაგერისა და ნევილის შემადგენლობები
გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა "ენფილდზე" გასამართ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობების გამოცნობა სცადეს შესაბამისად.

კარაგერი: "არ ვფიქრობ, რომ ჯერარდმა სასტარტო შემადგენლობაში უნდა დაიწყოს თამაში. ახლა გუნდი კარგად თამაშობს და მასში არაფრის შეცვლა არ ღირს.

რა თქმა უნდა, ამის გაცნობიერება სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი კარიერის მიწურულს ყველანი ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში.

"ლივერპულის" შემადგენლობაში ახლა ყველაფერი კარგად მუშაობს და ვინმეს ჯერარდით შეცვლას არავითარი აზრი არ აქვს."


კარაგერისა და ნევილის შემადგენლობები


კარაგერს ასევე მიაჩნია, რომ ბრენდან როჯერსი დანიელ სტარიჯს არ ათამაშებს და მის ნაცვლად რაჰიმ სტერლინგს დააყენებს თავდასხმაში.

"ერთადერთი პრობლემა, რომელიც დანიელ სტარიჯთან გაქვს, ის არის, რომ საუკეთესო თავდამსხმელია. მაგრამ ახლა კარგად არ არის, 100 %-ით მზად ვერ იქნება.

დავუბრუნდები "სიტისთან" თამაშს, რაზეც ალბათ ბრენდან როჯერსი ფიქრობს. იქ "ლივერპულმა" საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გუნდი მაღალი ინტენსივობით თამაშობდა და ასეთ დროს სწორედ სტერლინგი გამოგადგება."


გარი ნევილს მიაჩნია, რომ ანხელ დი მარიას გამწვავების უნარი "ლივერპულის" წინააღმდეგ გუნდს გამოადგება და არგენტინელით ხუან მატას ანაცვლებს.

"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ტრავმის გამო არავინ დაშავდა, ცხრა იგივე ფეხბურთელი ითამაშებს. ვფიქრობ, ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, ფელაინი, კერიკი, ერერა, იანგი და რუნი ითამაშებენ."

კარაგერისა და ნევილის შემადგენლობები


"დიდი გადაწყვეტილებაა დი მარია თუ მატა. მე დი მარიას ავირჩევდი მისი გამწვავების უნარის გამო. ვფიქრობ, კონტრ-შეტევებზე უნდა ითამაშონ და მორენოსა და კოუტინიოს სისწრაფეს გაუმკლავდნენ."

საბოლოო ჯამში ყოფილი ფეხბურთელების მიერ შედგენილი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

კარაგერისა და ნევილის შემადგენლობები


წყარო: dailymail
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 მარტი 2015 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაინც ვერ გავიგე რაა, თუ ნევილი მატას მაგივრად დი მარიას აყენებს აბა სურათზეე მატა რატოღა ჩანს... belay
0
№2
ავტორი: Macklemore
19 მარტი 2015 10:42
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Di marias individualizmi albat ufro gamogvadgeba am matchshi.
0
№3
ავტორი: AkkRed
19 მარტი 2015 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),
ეს ის ეპიზოდია როცა მატას დი მარიათი ანაცვლებს როგორ პესში ბიჭო შენ რა გჭირს lol
0
№4
ავტორი: RojoDiablo
19 მარტი 2015 11:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ჩანაცვლების პროცესია, თორემ ეგრე დე ხეა საერთოდ არ დგას კარში wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: temo-scholes
19 მარტი 2015 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
chaanacvlos ertia, magram ras gaaketebs saxeiros meore....! Bolos da bolos xo unda afetqdes erti:)
0
№6
ავტორი: Goginashvili777
19 მარტი 2015 13:15
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იანგი რატომ არაჩანს sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: GeorgeBest
19 მარტი 2015 19:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იგივე სასტავი უნდა იყოს და ამათ დი მარია დაემატებათ, რაც უფრო კარგს გახდის ფლანგის თამაშს და შეტევებს

მატაც იქნება ალბათ და უკეთეს თამაშს ველით მაგისგან
0
№8
ავტორი: Count Alucard
19 მარტი 2015 21:17
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თქვენი არ ვიცი და მე დი მარიასადმი ნდობა საერთოდ გადამეწურა, რამდენჯერაც ბურთს მიიღებს იმის მეშინია რომ დაკარგავს და კონტრ შეტევაზე გადმოვლენ, ძალიან დაბალი შედეგიანობა აქვს გადაცემებში და ბევრჯერ ცდება თავისი "კრეატიული" პასების მცდელობის გამო. დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს.

იანგი მოგვაგებინებს თამაშს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top