ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, პელე "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრას დაესწრება.
"ენფილდზე" გასამართი მომდევნო შეხვედრა უდიდეს ყურადღებას იპყრობს - არა მარტო ისტორიული დაპირისპირების გამო, არამედ სატურნირო ცხრილში ამჟამად შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. გამარჯვების შემთხვევაში "ლივერპულს" შეუძლია "წითელ ეშმაკებს" გადაასწროს და მეოთხე ადგილი დაიკავოს.
თანამემულე კოუტინიოს მხარდასაჭერად 74 წლის პელე "ენფილდის" ტრიბუნებს მიაშურებს, სადაც მისი მიწვევა Subway Restaurants-ისა (კლუბის ოფიციალური საკვები პარტნიორი) და "ლივერპულის" თანამშრომლობის ფარგლებში ხდება.