კოლუმბიელი ფორვარდის ბედი მალე გაირკვევა.
ლუი ვან გაალი ედ ვუდვორდს შეხვდება, რათა რადამელ ფალკაოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, შეიძენს თუ არა კოლუმბიელ ფორვარდს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ასპარეზობს.
მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, რომ "წითელი ეშმაკები" მასში 43 მლნ. ფუნტს გადაიხდიან.
ახლა კი ვან გაალი ამ საკითხს "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდთან ერთად გადაწყვეტს.
როგორც მოსალოდნელია, ჰოლანდიელი სპეციალისტი 29 წლის ფორვარდის შეძენის თაობაზე უარს იტყვის, რადგან მას არ ენდობა.
ამას მისი უახლოესი გადაწყვეტილებები ცხადყოფს - ფალკაომ ჯერ "იუნაიტედის" რეზერვებში ითამაშა, შემდეგ კი პირველი გუნდის რიგებში მხოლოდ 7 წუთი იასპარეზა და ეს თებერვლის შემდეგ მისი პირველი მატჩი იყო.
ვან გაალმა ამ ფაქტის შესახებ განაცხადა, რომ ფორვარდის დამცირებას არ აპირებდა და მისი "დაბრუნების" ჯერ კიდევ სჯერა.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
წყარო:
M.E.N.