"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ედუარდო სალვიოთი ინტერესდებიან, რომელსაც "ბენფიკასთან" მოქმედი კონტრაქტი მალე ეწურება.
24 წლის არგენტინელ ვინგერს პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, თუმცა "არწივებს" მისი გაშვება არ სურთ.
სალვიოს აგენტი აგუსტინო ხიმენესი "ბენფიკას" ოფიციალურ პირებს კვირას და ორშაბათს შეხვდა, რათა მოლაპარაკებები ეწარმოებინა.
პორტუგალიური გრანდის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები სალვიოსთვის თვალის სადევნებლად "ეშტადიო და ლუჟზე" იმყოფებოდნენ, ხოლო "ლივერპული" და "ზენიტი" მისდამი მხოლოდ ინტერესს გამოხატავენ.