თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2015, 22:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2811,
კომენტარები: 20
ლუი დე ხეას ბეილში გაცვლის
ვან გაალს უელსელის შეძენა სურს.
ლუი დე ხეას ბეილში გაცვლის
ლუი ვან გაალს სურს მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი შეიძინოს.

2013 წელს "ტოტენჰემის" დატოვების შემდეგ ბეილი "რეალმა" სარეკორდო თანხად, 85 მლნ. ფუნტად შეიძინა და უელსელი ახალ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

მაგრამ "რეალის" ფანების უმრავლესობა მისით უკმაყოფილოა, რამეთუ მიაჩნიათ, რომ ბეილი საკმარისად არ შრომობს მოედანზე.

პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ბეილი შეაქო, მაგრამ ნათელია, რომ მადრიდში გარეტს თავის დამკვიდრება უჭირს და პრემიერ ლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს.

ვან გაალი "რეალის" დაინტერესებას მოლაპარაკებაში დე ხეას ჩართვით აპირებს.

ესპანური გრანდის სახელს დავიდს ბოლო 12 თვის განმავლობაში უკავშირებენ და მისი სახით იკერ კასილიასის ხანგრძლივ შემცვლელს ხედავენ.

დე ხეას მოქმედი კონტრაქტით 18 თვეზე ნაკლები დარჩა და მისი განცხადებით მანჩესტერში ბედნიერია.

ვან გაალი თავის შტაბთან ერთად აპირებს დე ხეა ბეილის შესაძენად გამოიყენოს, რომელსაც 60 მლნ. ფუნტად აფასებენ.

"იუნაიტედი" უელსელს ხელფასის სახით კვირაში 300 ათას ფუნტს სთავაზობს, რაც მას უეინ რუნისთან გაათანაბრებს.

წყარო: dailystar
ახალი ამბები, ჭორები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Jaba
18 მარტი 2015 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
არა რა ბეილი :/ მაგარია მარა მეკარე არ გვინდა?
0
№2
ავტორი: GeorgeBest
18 მარტი 2015 22:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წლის იაგო ასპასობა love
0
№3
ავტორი: Manchester_M
18 მარტი 2015 22:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი მეკარის პრობლემა არ გვაქვს და ეგ მაინც შეგვარგონ :@
0
№4
ავტორი: გაბადაძე
18 მარტი 2015 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Karshi bebiachems ayenebs ? Iq tu ar shromobs aq yve...bis safxanad moyavt?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: Blind
18 მარტი 2015 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
დეხეა შეუფასებელია , ამიტომ მის მაგიერ არავინ გვინდა , დარჩეს ჩვენთან
0
№6
ავტორი: Count Alucard
18 მარტი 2015 23:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ხანდახან რა უაზრობებს წერენ ეს ჟურნალისტები რა, მეტი საქმე არ აქვთ?
0
№7
ავტორი: RojoDiablo
18 მარტი 2015 23:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არადა მეგონა ასეთი ჭორები უკვე დასრულებული იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Lalana
18 მარტი 2015 23:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ამის დამწერმა იფიქრა,მოდი გავივარჯიშებ სტატიების წერაშიო,შემდეგ ეს ნაწერი მოეწონა და გამოაქვეყნა კიდევაც wink ამ სეზონის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ვთვლი დეხეას და არა მგონია ასეთი მეკარე ბეილში გაცვალონ,თანაც ბეილზე საკმაოდ დიდი თანხის დამატება მოგვიწევს.ჯობს მაგ თანხაში წესიერი მცველები ვიყიდოთ.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
18 მარტი 2015 23:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Lalana,
დიდი თანხა არ მოგვიწევს, იმიტომ, რომ რეალი მზადაა 50 მლნ. ფუნტიც გადაიხადოსო და ბეილი სულ 60 ღირს. ლუისგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ამას ცოტა ვინმე თუ აპატიებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
19 მარტი 2015 00:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უფრო დიდი ჭორი გვჭირდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top