ვან გაალს უელსელის შეძენა სურს.
ლუი ვან გაალს სურს მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავი შეიძინოს.
2013 წელს "ტოტენჰემის" დატოვების შემდეგ ბეილი "რეალმა" სარეკორდო თანხად, 85 მლნ. ფუნტად შეიძინა და უელსელი ახალ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
მაგრამ "რეალის" ფანების უმრავლესობა მისით უკმაყოფილოა, რამეთუ მიაჩნიათ, რომ ბეილი საკმარისად არ შრომობს მოედანზე.
პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ბეილი შეაქო, მაგრამ ნათელია, რომ მადრიდში გარეტს თავის დამკვიდრება უჭირს და პრემიერ ლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს.
ვან გაალი "რეალის" დაინტერესებას მოლაპარაკებაში დე ხეას ჩართვით აპირებს.
ესპანური გრანდის სახელს დავიდს ბოლო 12 თვის განმავლობაში უკავშირებენ და მისი სახით იკერ კასილიასის ხანგრძლივ შემცვლელს ხედავენ.
დე ხეას მოქმედი კონტრაქტით 18 თვეზე ნაკლები დარჩა და მისი განცხადებით მანჩესტერში ბედნიერია.
ვან გაალი თავის შტაბთან ერთად აპირებს დე ხეა ბეილის შესაძენად გამოიყენოს, რომელსაც 60 მლნ. ფუნტად აფასებენ.
"იუნაიტედი" უელსელს ხელფასის სახით კვირაში 300 ათას ფუნტს სთავაზობს, რაც მას უეინ რუნისთან გაათანაბრებს.
წყარო:
dailystar