წინა კვირის უქმე დღეებზე "ვალენსიას" ოფიციალური პირები ინგლისში ჩავიდნენ, რათა ხუან მატას ზაფხულში დაბრუნების თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტაქტი დაემყარებინათ.
26 წლის მატამ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კვირას საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს ბოლო ორ თვეში პრემიერ ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში მისი პირველი გამოჩენა იყო.
საკმაოდ ნათელია, რომ ლუი ვან გაალი ძალიან არ ენდობა ესპანელს, რომელიც ჰოლანდიელის წინამორბედმა დევიდ მოიესმა შეიძინა "ჩელსისგან".
"ვალენსია" მზად არის თავისი ყოფილი ვარკსვლავი დაიბრუნოს. ლა ლიგის წარმომადგენელი მზად არის 2011 წელს გაყიდულ ფეხბურთელში 20 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
"ღამურების" ხსენებული დელეგაცია კლუბის ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირებისგან შედგებოდა - მფლობელ პიტერ ლიმასა და პრეზიდენტ ამადეო სალვოსგან, რაც შესანიშნავად ამტკიცებს მატასადმი ინტერესის სიმძაფრეს.