შესაძლოა თანამედროვე ეპოქაში ამის წარმოდგენაც კი რთულია, მაგრამ ოდესღაც "ენფილდი" "მანჩესტერ იუნაიტედის" საშინაო სტადიონს წარმოადგენდა და გულშემატკივარი სწორედ იქ იკრიბებოდა საყვარელი გუნდის საყურებლად.
1971 წლის 20 აგვისტო იყო და მოწინააღმდეგეს "არსენალი" წარმოადგენდა, მაგრამ რატომ თამაშობდა ფრანკ ო'ფარელის გუნდი მერსეისადში? საქმე იმაშია, რომ კლუბს აკრძალული ჰქონდა "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის პირველი ორი მატჩის ჩატარება, რადგან წინა სეზონში გულშემატივარმა "ოცნების თეატრზე" არსებულ სტუმართა სექტორს ნივთები ესროლა. ამიტომ ნეიტრალური სტადიონი ხდებოდა საჭირო და "იუნაიტედი" East Lancs Road-ისკენ გაემართა.
საბედნიეროდ, იმ დღეს "არსენალი" "იუნაიტედმა" 3-1 დაამარცხა და თავის გამოჩენა ალან გოულინგმა, ბობი ჩარლტონმა და ბრაიან კიდმა მოახერხეს - მაგრამ ამის შემდეგ მატჩი გადაიოდო, რადგან გულშემატკივარი მოედანზე შეცვივდა. "მატჩი მომენტალურად დასრულდა, რადგან ათასობით გულშემატკივარი მოედანზე შევარდა," - იუწყება ერთ-ერთი გაზეთი.
გამარჯვებამ "იუნაიტედს" ძველ პირველ დივიზიონში მაღალ საფეხურზე დაუმკვიდრა ადგილი და მის გამყარებაში "სტოკის" "ვიქტორია გრაუნდზე" "ვესტ ბრომვიჩის" 3-1-ით დამარცხებამაც შეუწყო ხელი. "იუნაიტედი" შემდეგ საშინაო მატჩების "ოლდ ტრაფორდზე" ჩასატარებლად დაბრუნდა, სადაც ყველა "წითელი" ქომაგი თან გაჰყვა.