რაფაელს 4 იანვრის შემდეგ პირველი გუნდის რიგებში არ უთამაშია, რამეთუ "იოვილთან" მატჩში ინგლისის თასზე უმძიმესი ტრავმა მიიღო.
გამოჯანმრთელების შემდეგ ბრაზილიელმა "იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა და კვირას მაიკლ კერიკის შეცვლის შემდეგ "იუნაიტედის" პირველი გუნდის რიგებში რამდენიმე წუთი ითამაშა.
"პირველი გუნდის რიგებში გამოსვლა გამომადგება. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მინდა გუნდს დავეხმარო. რა თქმა უნდა, თამაშიც გამახარებდა. ვარჯიშიც მომწონს. ახლა გუნდთან ერთად მინდა ვიმუშაო და თუ ასეთი შანსი მომეცემა, შემიძლია მაქსიმალურად წარმატებით გამოვიდე." - განაცხადა რაფაელმა.
მატჩის წინ ვან გაალმა აღნიშნა, რომ რეზერვების რიგებში გატანილმა ბრწყინვალე გოლმა ბრაზილიელის თავდაჯერება გაზარდა და რაფაელი ამაში ეთანხმება.
"ძალიან გამიხარდა ასეთი გოლის გატანა. როცა გაგაქვს, უმნიშვნელოა ლამაზი გამოდის თუ არა, ეს უბრალოდ სასიამოვნოა. მარცხენა ფეხით ყოველთვის ვიტან, სხვათაშორის გოლები საოცარი გამოდის. თუ ქპრ-ს წინააღმდეგ გატანილ ბურთს არ ჩავთვლით, ჩემი ყველა გოლი მარცხენა ფეხით იყო გატანილი!"
ახლა "იუნაიტედის" ყურადღება "ლივერპულთან" მატჩზეა კონცენტრირებული. ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. როგორც რაფაელმა განაცხადა, "წითელი ეშმაკები" "ენფილდზე" გამარჯვების მოპოვების იმედით მიდიან.
"რა თქმა უნდა, წინა მატჩში ჩვენმა გამარჯვებამ "ლივერპულთან" მატჩის წინ ჩვენი თვითრწმენა გაზარდა. ძალიან სასიამოვნო იყო ისეთი მეტოქის წინააღმდეგ მოგება, რომელიც ლამაზ, შემტევ და სწრაფ ფეხბურთს აჩვენებს. "ენფილდზე" თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მოპოვებული შედეგი დაგვეხმარება."
რაფაელმა "ლივერპულს" უკვე გაუტანა - ეს 2012 წელს მოხდა და მარჯვენა მცველს კიდევ სურს შედეგის გამეორება: "იმედი მაქვს, გატანას ისევ მოვახერხებ... იქნებ მარცხენა ფეხითაც!"