"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა Chevrolet FC hosts Man Utd in Google+-ის პროგრამის ფარგლებში თავის სასიმღერო ნიჭსა და მრავალ სხვა საკითხზე ისაუბრა.
როცა კაპიტანს ჰკითხეს, ვის აქვს კლუბში საუკეთესო ხმა, მან უპასუხა: "ალბათ, მე. შობაზე რამდენიმე ფეხბურთელმა იმღერა. საკმაოდ კარგი სიმღერა, უნდა ითქვას. მაიკლ კერიკიც კარგად მღერის."
წამყვანმა სთხოვა დაედასტურებინა, თუ რა სიმღერები მოსწონდა.
უეინს სთხოვეს გადაცემაში ემღერა რამე, მაგრამ უარი განაცხადა.
შემდეგ რუნის ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი საყვარელი ინგლისელი ფეხბურთელი, რომლის დონემდე მისვლაც სურდა.
"პოლ გასქოინი. ვფიქრობ, ამჟამად ის უდიდესი ინგლისელი ფეხბურთელია, ჩემი საყვარელი მოთამაშე. თამაშის გარდატეხისა და საგოლე მომენტების შექმნის მისი უნარი დაუჯერებელია."
კითხვაზე, თუ ვინ გაიტანა "იუნაიტედის" რიგებში უფრო მეტი პენალტი, ვიდრე რუნიმ, კაპიტანმა გადაწყვიტა ეს ჯერ კერიკსა და ერერასთან გაერკვია, შემდეგ კი უპასუხა: "ვფიქრობ, ეს დენის ირვინი იყო."
შეცდნენ. სწორი პასუხია - რუდ ვან ნისტელროი. მას 28 პენალტი აქვს გატანილი.