ჰოლანდიელი მეკარე "იუნაიტედში" ბრუნდება.
ედვინ ვან დერ სარი 14 ივნისს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს, რათა "იუნაიტედის ლეგენდებისა" და "ბაიერნის ვარსკლავების" საქველმოქმედო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "იუნაიტედში" ყოფნის 6 წლის განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთმა საუკეთესო კიპერმა და ხელთათმანებს კიდევ ერთხელ მოირგებს, რათა "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდეს.
44 წლის ედვინისთვის ეს პირველი საქველომოქმედო მატჩი არ იქნება. 2013 წელს მან მადრიდის "რეალის" ლეგენდების წინააღმდეგაც ითამაშა.
"იუნაიტედის ლეგენდების" მთავარმა მწვრთნელმა ბრაიან რობსონმა განაცხადა:
"ძალიან მიხარია, რომ ედვინიც ითამაშებს. იაპ სტამი, რონი იონსენი, პოლ სქოულზი, ფილ ნევილი, დვაით იორკი, ენდი კოული, კუინტონ ფორჩუნი და ასევე დენის ირვინი. გუნდი ისევ იკრიბება ერთად და ბედნიერი ვარ.""ბაიერნის ვარსკვლავების" მთავარმა მწვრთნელმა პოლ ბრაიტნერმა იმ მოთამაშეთა სახელები დაასახელა, რომლებსაც ის ათამაშებს - ჯოვანი ელბერი, ნიკო და რობერტ კოვაჩები, როი მაკაი, პაულო სერხიო, მაიკლ ტარნეტი, მარკ ვან ბომელი, დანიელ ვან ბუიტენი და დიეტმან ჰამანი.
ბრაიტნერმა ასევე ისიც განაცხადა, რომ ოუენ ჰარგრივსვმა შესაძლოა ორივე გუნდის რიგებში ითამაშოს, როგორც ეს რუდ ვან ნისტელროიმ გააკეთა "რეალთან" თამაშის დღეს.
წყარო:
manutd.com