ფილ ნევილი "დეზებთან" მატჩზე საუბრობს.
"დეზების" წინააღმდეგ მოპოვებულ სანახაობრივ გამარჯვებაში რამდენიმე დადებითი მომენტი იყო, მათ შორის ყველაზე მეტად ფელაინისთვის მიძღვნილი ოვაციები მომეწონა, რომელიც მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანს ტოვებდა.
მან ეს დაიმსახურა, ისევე, როგორც მატამ, რომელიც უფრო ადრე შეცვალეს.
ორივე ფეხბურთელი მაშინ შევიძინეთ, როცა გუნდში მწვრთნელი ვიყავი და არც ერთი მათგანისთვის არ ყოფილა "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნა იოლი.
ალბათ, გასულ სეზონში მარუანს ხშირად დასცინოდნენ. ხალხი ამტკიცებდა, რომ "იუნაიტედს" არ ერგებოდა.
ის, თუ როგორ დაბრუნდა - უბრალოდ ფანტასტიკაა.
ტრავმისა და ორთვიანი უქმობის შემდეგ შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მოუხდა.
მან არა მარტო მოახერხა ეს, არამედ ეშლი იანგთან ერთად ბოლო თვეებში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი და გუნდის ყველაზე სტაბილური შემსრულებელი გახდა.
ფელაინის სჭირდება თავისუფლება, რათა წინ წავიდესფელაინიმ თავისდამი გულშემატკივარი იმით განაწყო, რომ თავგამოდებით უმკლავდებოდა შევიწროებას და წარუმატებელ მატჩებშიც კი არ იკარგებოდა მოედანზე.
დიდწილად, ეს ვან გაალის დამსახურებაა, რომელიც კრიტიკის მიუხედავად არ შეუშინდა მარუანის ძლიერი ხასიათის გამოყენებას. ვფიქრობ, მის დასტაში ახალი კოზირები გაჩნდა.
"იუნაიტედის" რამდენ თამაშსაც ვუყურე, ფელაინი ყოველთვის ახდენს თამაშზე გავლენას. მაგალითად, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მისი გამოსვლა, სადაც ქულის მოპოვებაში დაეხმარა გუნდს.
მისი საუკეთესო უნარის გამოყენებაში პრობლემას ვერ ვხედავ და ამის გამო "იუნაიტედის" ქომაგს ბევრს ვეკამათები.
"იუნაიტედი" ყოველთვის თამაშობდა სწორხაზოვან ფეხბურთს და ეს სულაც არ ნიშნავს ჩაწოდებებს. ეს არის წინ პასები, ეს არის ჩარბენები.
ჩაწოდებების მრავალრიცხოვნება - მოცემული ტაქტიკის ნაწილია, რომელიც გულისხმობს, რომ საჯარიმოში ვიღაც გჭირდება, ვინც მათ მიიღებს. ამ კომპონენტში ფელაინი ერთ-ერთი საუკეთესოა.
რუნისთან ურთიერთქმედებას ძალიან კარგად ახერხებს და ალბათ მისი ერთადერთი უკმარისობა რაც იყო - ეს გოლებია. მე მგონია, რომ უფრო მეტი უნდა გაიტანოს.
"დეზებთან" მატჩში ფელაინიმ ეს სტატისტიკა გამოასწორა, ხოლო "იუნაიტედმა" შესაბამის პოზიციაზე მის გამოყენებაში პლუსები დაინახა - მას სჭირდება ეს თავისუფლება, რათა წინ წავიდეს და შორეულ ძელთან გაიხსნას.
ყველაზე უკეთ მაშინ გამოიყურება, როცა ცენტრში სამიდან ერთ-ერთი ნახევარმცველია, რომელსაც საჯარიმოდან საჯარიმომდე თავისუფლად მოქმედების საშუალება აქვს. სწორედ ასე იყენებენ მას ბელგიის ნაკრებში.
ეს როლი მას ავალდებულებს დაცვით ფუქციებშიც ჩაერთოს და კვირას შესანიშნავად გაართვა მას თავი, რაც ძირითადად მარცხენა ფლანგზე ყოფნით მოახერხა.
ბურთის დაკარგვის დროს ფელაინი სიღრმეში იწევდა და რაიან მეისონს კეტავდა, მაგრამ როცა ბურთს "იუნაიტედი" ფლობდა, შემვიწროებელს შესანიშნავად აღწევდა თავს თავისუფალი სივრცის პოვნის დახმარებით.
მატამ თავისი საფეხბურთო ინტელექტი აჩვენამატა, ისევე როგორც ფელაინი, სირთულეებს აწყდებოდა. პრემიერ ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მისი წინა გამოჩენა იანვარში მოუწია. მიკვირს, რატომ ათამაშებენ ასე იშვიათად.
თავისი ტექნიკით გუნდს მოედნის ცენტრში თავდაჯერებას მატებს და მოწინააღმდეგის კართან პირდაპირ ხიფათს იწვევს.
უყვარს ბურთის ჩაგდება მცველის ზურგს უკან ან გამჭოლი პასები. კერიკის არ ყოფნის დროს "იუნაიტედს" სწორედ ასეთი ცბიერება აკლდა.
მინდა უეინ რუნის უკან ცენტრში ვნახო, მაგრამ "დეზებთან" მატჩში თავისი საფეხბურთო ინტელექტი ყველას მარჯვენა ფლანგზე დგომით უჩვენა.
ხუანს შესანიშნავად ეჭირა ბურთი, იჭერდა შესაფერის პოზიციას და შესანიშნავად ურთიერთქმედებდა ანდერ ერერასთან.
მატა ყოველთვის იწევდა სიღრმეში, რითაც მთელ მოედანზე სამკუთხედის შექმნას უწყობდა ხელს, რომლის დახმარებით "ტოტენჰემი" სრულიად დაიჩაგრა.
გასვლაზე თამაშისას მისი გამოყენება ფლანგის მცველების შევიწროებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. მაგრამ სახლში, ბურთის დომინირებადი ფლობის ფონზე, მისი ფლანგებიდან ჩართვა დიდებულია.
მარჯვენა ფლანგზე მისი თამაშის ერთ-ერთი სისუსტე - დაცვითი მოქმედებებია. "დეზებთან" მატჩში მას ნამდვილად ჰქონდა დასამტკიცებელი, რომ ამას კარგად უმკლავდება. კარგი თამაში ბურთის გარეშე.
მატას გამოსვლა "ლივერპულთან" მატჩის წინ ვან გაალს თავის ტკივილს უჩენს.
ანხელ დი მარია დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს უბრუნდება, მაგრამ ესპანელის თამაშის ხარისხი მეტყველებს, რომ ის ფორმაშია და შემადგენლობიდან ამოვარდნას არ იმსახურებს.
აუცილებელია "იუნაიტედმა" პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოს"იუნაიტედის" მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ კვირას მათი განწყობა იყო. საუბარია არა მარტო მაღალ ტემპზე გადაცემების დროს, არამედ ცვლილებეზე, რომელიც აზროვნებასა და კარისკენ სწრაფვას ეხება.
ამან "ოლდ ტრაფორდზე" გარკვეული აურა შექმნა - ყველაფერი გამოვიდა.
კრის სმოლინგი დაცვიდან ბურთთან ერთად გაბედულად ამოდიოდა, მაიკლ კერიკმა რამდენიმე შესანიშნავი პასი გააკეთა წინ - თითოეული ფეხბურთელი მოწინააღმდეგეზე ერთი ნაბიჯით წინ იყო.
პირველ 45 წუთში "ტოტენჰემი" იშვიათად გადადიოდა "იუნაიტედის" მოედნის ნახევარზე, რადგან თითოეულ ჯერზე, როცა ბურთს კარგავდნენ, მოწინააღმდეგის მხარეს უფრო მეტი ფეხბურთელი იყო, ვიდრე ამ ჩემპიონატის ნებისმიერ სხვა შეხვედრაში.
თუ "იუნაიტედი" საკუთარი კარის მოშორებით კარგავდა ბურთს, მოედნის გარკეულ ნაწილზე რიცხობრივი უპირატესობა სწრაფ ართმევას გარანტირებულს ხდიდა.
მიმაჩნია, რომ ვან გაალმა ასეთ სტილში თამაში სეზონის ბოლომდე უნდა გააგრძელოს.
დარჩა მხოლოდ 9 თამაში, დრო მიდის.
საბოლოოდ ოთხეულში მოსახვედრად "იუნაიტედს" გამარჯვებების მოპოვების გაგრძელება ესაჭიროება. დიახ, ეს რისკია და არა პატარა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მათი საუკეთესო ვარიანტია.
მომდევნო კვირას "სკაუზერებს" უნდა მოუგონ და არ დაკმაყოფილდნენ ფრით.
დაამარცხოს "იუნაიტედმა" "ლივერპული" და ამან შეიძლება ეს უკანასკნელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის რბოლას გამოთიშოს.
"ენფილდზე" გამარჯვების მოპოვების ერთადერთი შანსი - შეტევაში გაბედულად თამაშია. ასეთ სტილში "იუნაიტედი" "დეზების" წინააღმდეგ თამაშობდა და დაჯილდოვდა. იმედი მაქვს, "ლივერპულთან" მატჩიც ასეთი იქნება.
წყარო: carrick.ru