მეკარე ბენ ამოსი გaმოტყდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს.
მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს 24 წლის კიპერი "ბოლტონში" იჯარის წესით ატარებს. ბენს პრაქტიკის მიღების საშუალება მას შემდეგ მისცეს, რაც კლუბმა ვიქტორ ვალდესთან გააფორმა კონტრაქტი.
თავისი კარიერის განმავლობაში ბენმა "იუნაიტედის" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა და იმედი არ აქვს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შანსს კიდევ მიიღებს.
"შეიძლება ითქვას, რომ ვიქტორ ვალდესის მოსვლა ფიცარზე დაჭედებული ბოლო ლურსმანი გახდა.
წინასასეზონო ტურნეზე მითხრეს, რომ მეორე მოკარე ვიქნებოდი. ეს კი ღირდა, მე ხომ სათასო მატჩებში მივიღებდი მონაწილეობას. მაგრამ ვალდესის მოსვლის შემდეგ ფაქტიურად ნომინალური მეოთხე მეკარე გავხდი. ახლა წინ უნდა გადავდგა ნაბიჯი.
24 წლის ვარ და კომპენსაციის გარეშე შემიძლია წასვლა, რაც არჩევანის თავისუფლებას მიტოვებს. ზაფხულში ვარიანტებს შევისწავლი და გადავწყვეტ, რა იქნება ჩემთვის საუკეთესო." - განაცხადა ამოსმა.