ეს არის შეტყობინება, რომელსაც "იუნაიტედი" "სიტის" უგზავნის.
"ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ "წითელ ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად შეიმსუბუქეს და მეორე ადგილამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.
ერთი ქალაქის ორ გუნდს შორის "არსენალია", რომელსაც "იუნაიტედზე" ერთით მეტი ქულ აქვს დაგროვილი.
კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ მის გუნდს აქვს უნარი "სიტის" აჯობოს და სატურნირო ცხრილში მათზე მაღალი ადგილი დაიკავოს.
"ძალიან ახლოა. ჩვენსა და "არსენალს" შორის მხოლოდ ერთი ქულაა სხვაობა და მეორე ადგილისთვის ბრძოლაც გამოცხადებულია, მიზანი კი სწორედ ეს იქნება.
გვინდა ჩემპიონთა ლიგა აქ დავაბრუნოთ. ეს ვალდებულებაა. მეოთხე ადგილი მინიმუმია, მაგრამ როცა მეორეზე გასვლის შანსია და თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "დეზების" წინააღმდეგ, არ მესმის რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ მეორე ადგილის დაკავება.
"ტოტენჰემთან" გამარჯვება კარგ ხასიათზე გვაყენებს. "ლივერპულის" წინააღმდეგ თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მატჩი იქნება და იმედი მაქვს, მათაც ასევე ვეთამაშებით.
სეზონის განმავლობაში კარგად ხან 60 წუთს ვთამაშობდით, ხან 45-ს, მაგრამ ამ შეხვედრაში მთელი 90 წუთის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით. ყველა ბედნიერია. "დეზების" წინააღმდეგ გამარჯვება დავიმსახურეთ.
სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. დასაწყისში რთული 5 წუთი გვქონდა, მაგრამ ჩვენი შანსი გამოვიყენეთ და შემდეგ ძალიან კომფორტულად ვიგრძენით თავი. მოვიგეთ მატჩი, შემდეგ მეორე ტაიმში ვაკონტროლებდით მას და პროფესიონალურად შევასრულეთ საქმე.
ყველას მიზანი ასე თამაშია და "არსენალთან" წაგების მიუხედავად გვეგონა, რომ კარგად ვითამაშეთ.
ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საკვირაო შეხვედრა. ამ მატჩს ყველა 6-ქულიანს ეძახდა... მაგრამ დამიჯერეთ, მომდევნო თამაშები უფრო მეტად მიმზიდველია, ვიდრე 6-ქულიანი შეხვედრა და შეგვიძლია მასში ჩვენს მეტოქეები ზიანი მივაყენოთ. "დეზები" მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
შესანიშნავი დრო იყო ჩვენი თამაშის საჩვენებლად, განსაკუთრებით ასეთი განრიგის დროს. თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ და კარგ სერიას ვაჩვენებთ, როცა ინგლისის ნაკრებში გავეშურებით, კარგ ხასიათზე ვიქნებით.
ვფიქრობ, მე და ფილს შეგვიძლია ნაკრებში ერთად თამაში. მატჩის შემდეგ მე და ფილს გვითხრეს, რომ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად ვითამაშეთ - ალბათ, წინა სეზონიდან მოყოლებული. ვიცით, რას ნიშნავს ერთმანეთის თამაში და ერთმანეთს კარგად ვუგებთ."
წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.