მაიკლ კერიკს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ცხრილში მეორე ადგილზე გასვლის ძალა შესწევს.
"ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემის" დამარცხებისა და "მანჩესტერ სიტის" მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ "იუანიტედს" მეორე ადგილამდე მხოლოდ ორი ქულა აშორებს.
"მატჩი მოვიგეთ. "ტოტენჰემი" კარგი გუნდია, ისინი დავამარცხეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. მაგრამ ეს მეტი არაფერია, თუ არა სამი ქულა.
თავდაჯერებულობას გვძენს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ვერ ვიტყვი რას ნიშნავს ეს სხვისთვის. ვფიქრობ, მომდევნო მატჩისთვის დიდ ბიძგს მოგვცემს.
კვირას დიდი მატჩი იქნება ბევრი მიზეზის გამო და სწორედ მასზე ვართ ახლა კონცენტრირებულნი.
ჩვენი მიზანი მეორე ადგილია. ახლა უფრო ახლოს ვართ მასთან. სატურნირო ცხრილს უყურებ და ყველაფერი ისეთი ვიწროა. მაგრამ ვფიქრობ, მხოლოდ მომდევნო კვირის მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც "ენფილდზე" კიდევ ერთ დიდ მატჩს გვპირდება. ახლა ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. კიდევ იქნება აღზევება და დაცემა, რადგან ეს უბრალოდ ასე ხდება, განსაკუთრებით ბოლო 9 ან 10 ტურში.
იმედი მაქვს, როცა ასეთი ზეწოლა იქნება და უფრო და უფრო გაიზრდება, ჩვენ უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და მომდევნო კვირებში სწორედ ეს უნდა შევძლოთ.
ამ კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი ნამდვილად არის, არა? იქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით და როცა ამ დიდ ღამეებში ვეღარ იღებ მონაწილეობას, ხვდები თუ რა არის ფეხბურთი." - განაცხადა ვიცე-კაპიტანმა.