"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ეშლი იანგმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელს, რომლის საშუალებითაც ინგლისის ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა.
29 წლის ფეხბურთელს ინგლისის ნაკრების მაისურით 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მაგრამ თავისი უკანასკნელი მატჩი 2013 წელს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.
ხუთშაბათს "სამ ლომთა" მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი დაასახელებს იმ ფეხბურთელთა გვარებს, რომლებიც იტალიისა და ლიტვის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ მატჩს და იანგს იმედი აქვს, რომ მათ სიაში თავადაც მოხვდება.
ამის გამო კი ვან გაალს მადლობას უხდის.
"მისთვის მადლობის გადახდა მხოლოდ მოედანზე თამაშით შემიძლია. ამ სეზონში სწორედ ამას ვაკეთებ.
თითები გადავაჯვარედინე და იმედი მაქვს, რომ ინგლისის ნაკრებში დავბრუნდები. ყოველთვის ვამბობდი, რომ საკუთარი ქვეყნის წარდგენა მსურს.
ინგლისის ნაკრებში თამაში - პატივია და იმედი მაქვს, საკმარისი გავაკეთე მიწვევის მისაღებად. თუმცა მხოლოდ კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ვარ კონცენტრირებული და უბრალოდ უნდა მოვიცადოთ." - განაცხადა იანგმა.