"იუნაიტედმა" "ევერტონი" დაამარცხა.
გუშინ, "მერსისაიდის სამწვრთნელო ბაზაზე" გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "ევერტონია" და "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საკმაოდ დაძაბულიც გამოდგა. შეხვედრის დაწყებიდან რვა წუთში სტუმრები, ჯეიმს უილსონმა დააწინაურა, ხოლო პირველი ნახევრის ბოლო წუთზე პედი მაკნეირმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. შეხვედრის მეორე ნახევარი საინტერესო გამოდგა. ბურთს სტუმრები ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ 86 წუთზე, კენის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანით შეძლეს.
შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან ოთხი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. იანუზაიმ, მაკნეირმა და ლინდეგაარდმა მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ჯეიმს უილსონი მე_40 წუთზე ჰაროფმა შეცვალა.
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1:2 გოლები: კენი 86წ. - უილსონი 8, მაკნეირი 45წ.
შემადგენლობაძირითადი: ლინდეგაარდი. ლავი, მაკნეირი, თორფი(კ), კელეტი. გრიმშოუ, გასი, როზველი(ვეირი46), პერეირა, იანუზაი, უილსონი(ჰაროფი40).
სათადარიგო:ოჰარა, ვეირი, კ.ევანსი, ჰაროფი, უილოკი.
"იუნაიტედი" კვლავ ინარჩუნებს პირველ პოზიციას, თუმცა არის შანსი იმისა, რომ სხვა კლუბი გალიდერდეს, რამეთუ "ეშმაკებს" უფრო მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული."იუნაიტედი" მომდევნო ტურში "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს. მატჩი 7 აპრილს, თბილისის დროით 22:00 წუთზე დაიწყება.