"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი იმედოვნებს, რომ "მანჩესტერ სიტის" გადასწრებას მოახერხებს, თუმცა მისი აზრით "ჩელსისთან" ბრძოლის გამართვა არ მოხერხდება.
"ტოტენჰემის" წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ "წითელ ეშმაკებს" საშუალება მისცა მანჩესტერელ მეზობლებთან 2 ქულამდე შეემცირებინა სხვაობა.
"ბარნლისთან" განნცდილმა" მარცხმა "იუნაიტედს" საშუალება მისცა ქალაქის საუკეთესო გუნდის წოდებისთვის იბრძოლოს.
"გვინდა თუ არა "სიტის" გადასწრება? "რა თქმა უნდა. "არსენალი" მათ ერთი ქულით ჩამორჩება, ჩვენ - მხოლოდ ორი ქულით. ეს დიდებულია ჩვენთვის, გულშემატკივართათვის და თქვენთვის, ჟურნალისტებისთის. ამის შესახებ ბევრი რამის დაწერა შეგიძლიათ.
"ჩელსი"? სხვაობა ძალიან დიდია" - განაცხადა ვან გაალმა, რომლის გუნდი ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება.