თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2015, 01:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2298,
კომენტარები: 10
"მეტის გატანა შეგვეძლო"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!

ეს სასიხარულო კვირა დღე საშუალებას გვაძლევს ახალი კვირა დავიწყოთ. ჩვენი მიზნის მიღწევისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია - ოთხეულში ფინიშირება, რამეთუ "ტოტენჰემი" ჩვენი კონკურენტია. მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი საუკეთესო პირველი ტაიმი იყო. პირველ 45 წუთში 3-ჯერ გავიტანეთ და კიდევ შეგვეძლო გატანა. გუნდი თამაშობდა სწრაფად, ინტენსიურად, შემტევ ფეხბურთს, "დეზების" პრესინგით მათსავე ნახევარზე. ძალიან მიხაროდა ჩვენი ქომაგის გამო, განსაკუთრებით ორშაბათს ინგლისის თასზე იმედგაცრუების შემდეგ.

დამარცხების შემდეგ რეაბილიტირების საუკეთესო საშუალება ლამაზი ფეხბურთი და გამარჯვებაა, რომელსაც გულშემატკიკვარს უღძვნი და "ტოტენჰემთან" მატჩში ძალიან კარგ გუნდად ყოფნის ფონზე ეს ვაჩუქეთ მათ - თქვენ! - სწორედ ეს.

პირადად საკუთარი თავის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ თანაგუნდელენთან ერთად თამაში ძალიან მომეწონა, ასევე მათი დახმარება. მესმოდა თქვენი აპლოდისმენტები და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნის პირველივე დღეებიდან სიყვარული ვიგრძენი და მინდა იცოდეთ: ეს გვეხმარტება, როცა მოედანზე გამოვდივართ. თქვენი აპლიდისმენტები შეცვლის შემდეგ, როცა გასახდელისკენ გავეშურე - ეს არის ის, რასაც არასდროს დავივიწყებ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

ახლა კონცენტრაცია ყოველ მომდევნო მატჩზე უნდა მოვახდინოთ - ცოტა დარჩა - რათა მიზანს მივაღწიოთ: "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება. სატურნირო ცხრილში ჩვენს კონკურენტებსაც სურთ ეს და იმედი მაქვს, რომ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება თავდაჯერებას შეგვძენს მაღალი დონის ფეხბურთის თამაშისთვის.

პარასკევს მოედანზე მოვედი, რათა გულშემატკივართა მიერ ფეისბუქზე დასმულ კითხვებზე მეპასუხა. ძალიან მომეწონა თქვენი შეტყობინებების კითხვა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამომიგზავნეთ და მათ პასუხი გავეცი. შეუძლებელი იყო ყველა შეტყობინებაზე პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცდები, ეს თქვენთვის სიურპრიზით შევცვალო. ამ კვირაში ჩემს გვერდს ყურადღება მიაქციეთ. wink

შაბათს პრემიერ ლიგის მატჩებს სასტუმროში ვუყურეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ რთულია გამარჯვება დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ადგილს იჭერ სატურნირო ცხრილში. იგივე შეიძლება ითქვას ლა ლიგის შესახებ: ელ კლასიკოს წინ ლიდერებს შორის სხვაობა მცირდება. "ბარსელონა" და "რეალი" თავიანთ მატჩებს იგებენ, იგებს "ვალენსიაც". ახლა მესამე ადგილზე არიან - რა შესანიშნავი სეზონია! ზოგ კლუბს ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უწევს, ვნახოთ, მოახდენს თუ არა გავლენას ეს მატჩები.

სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გირჩიოთ ყველას, ვინც მანჩესტერში ჩამოსვლას აპირებს, შეიაროს უიტვორტის გალერეაში. რამდენიმე დღის წინ იქ ვიყავი და გამაოცა კაი გუო-კიანტამ და მისმა ტექნიკურმა ხატვამ: საკუთარი ნახატებისთვის დენთს იყენებს. საერთო ჯამშიც ეს ძალიან საინტერესო და ლამაზი მუზეუმია.

ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორშაბათს "ენფილდზე" შეხვედრის შემდეგ - სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის - ასევე ბედნიერები ვიქნებით, როგორც დღეს.

სასიამოვნო კვირას გისურვებთ.

ხუანი.

წყარო: carrick.ru
მატას ბლოგი
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
17 მარტი 2015 02:51
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მერე და არ იცით რომ გატანას დარტყმა სჭირდება ? 3 ჯერ დაარტყით და 3ვე გოლი კი გავიდა, მაგრამ უფრო მეტჯერ უნდა დაარ***თ ! რა არის ეს ?? ჩვენი განრისხებაც ამან გამოიწვია, რაც შეკრების ვიდეოშიც ჩანს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Mufc7
17 მარტი 2015 08:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მიყვარს ეს პიროვნება♥ რა სიურპრიზი იქნება ნეტაა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: AkkRed
17 მარტი 2015 10:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ოღონდ კიდე არ დაგტანჯონ ფლანგზე, ტოტენჰემთან თამაში მატა მატას არ გავდა ფალნგზე. არაა ამ კაცის საქმე ვინგერობა.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2015 11:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იყოსდ სამი დარტყმა და სამი გოლი. რეალიზაციის ასეთი დონე მაკმაყოფილებს იმ შემთხვევაში, თუ თამაშის ხარისხი იქნება ასეთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 მარტი 2015 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
გეთახნმები აკო, მატას საქმე ნამდვილად არაა ვინგერობა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ დი მარიაზე უკეთესი ნამდვილად იყო...
0
№6
ავტორი: AkkRed
17 მარტი 2015 11:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

კი ბატონო, იყო კარგი, მაგრამ ზოგ ეპიზოდში. მთლიანობაში არასტაბილური და უნიათო დი მარი უფრო ამწვავებდა სიტუაციებს ზოგ ეპიზოდში ვიდრე მატა, მგონი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჰქონდა მატას ტოტენჰემთან წელს.
0
№7
ავტორი: Wardell
17 მარტი 2015 12:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
დი მარიასგან განსხვავებით, დაცვაში ჩამოსვლა არ ეზარებოდა და ბევრჯერაც აართვა ბურთი მეტოქეს. შეტევაში რაც ევალებოდა ყველაფერი გააკეთა, ტექნიკური წუნი კი უთამაშებლობის ბრალია.


რამდენიმე დღის წინ იქ ვიყავი და გამაოცა კაი გუო-კიანტამ და მისმა ტექნიკურმა ხატვამ
აუუუფ, სახელი რანაირად დაიმახსოვრე 3d_10
0
№8
ავტორი: AkkRed
17 მარტი 2015 14:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

ის 10-ზეც იგივეს აკეთებდა, თან უკეთესად გამოსდიოდა შეტევაც და თავდაცვას.
0
№9
ავტორი: Blind
17 მარტი 2015 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
როდის მოვა შემდეგი ორშაბათი , რომ ასეთივე ბედნიერები ვკითხულობდეთ მის ბლოგს :დ love derpthumb
0
№10
ავტორი: Wardell
17 მარტი 2015 19:55
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
გამაგიჟებ შენ მე :D რა თამაშებს უყურებ მეც მანახე იქნებ კარგი იყოს, სად ნახე დი მარიას დაცვაში სირბილი :/ მაგის გამო გავიდა პირველი გოლი არსენალთან. ძააან ეზარება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top