პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და მეტოქე 3-0 გაანადგურა. მასპინძლები უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე დაეუფლნენ და ანგარიშიც მალევე გახსნეს. მე-9 წუთზე კერიკის გადაცემით ფელაინიმ ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 10 წუთსი თავად კერიკმა მოახერხა თავური დარტყმით გოლის გატანა. 34-ე წუთზე რუნიმ ბრწყინვალედ ითამაშა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა. 29 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" 56 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ვან გაალის გუნდი "ლივერპულს" დაუპირისპირდება "ენფილდზე".