რადამელ ფალკაოს იმედი არ აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება, მაგრამ პრემიერ ლიგის დატოვებას არ აპირებს და დედაქალაქში შესაბამის გუნდს იპოვის, რომელიც მისით დაინტერესდება.
სრულიად ნათელია, რომ "წითელი ეშმაკები" არ აპირებენ 29 წლის კოლუმბიელის გამოსყიდვის უფლებით სარგებლობას და სეზონის ბოლოს ის კლუბს დატოვებს.
რადამელმა საერთოდ ვერ შეძლო "ოლდ ტრაფორდზე" თავის გამოჩენა, ახლა კი სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ ხვდება.
ბრიტანული პრესის ცნობით, ფალკაო არ აპირებს პრემიერ ლიგაში თავის კარიერას დაღი დაასვას და სხვა კლუბში თამაშს შეეცდება. რადამელს საცხოვრებლად ლონდონში გადასვლა სურს და "ჩელსი" და "ტოტენჰემი" მისთვის მიმზიდველი ვარიანტებია.
ადრე მისით "არსენალიც" ინტერესდებოდა, მაგრამ ვენგერის გუნდს თავდამსხმელის უკმარისობა არ აქვს.