ხუან მატამ გამოთქვა რწმენა, რომ "იუნაიტედი" სეზონს უძლიერეს ოთხეულში დაასრულებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ვალდებულია ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იმოქმედოს, ამის გარეშე არაფერი იქნება. ჩვენ გვწამს ის ფაქტი, რომ სეზონს პირველ ოთხეულში დავასრულებთ."
"იმედი მაქვს, რომ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩში ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწევთ. მე ძალიან მომწონს ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში. ისევე როგორც ადრე, მე ეხლაც განვაგრძობ ვარჯიშს იგივე ერთგულებითა და ენთუზიაზმით. ყველაფერი რაც კი შემიძლია ეს არის დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება და მზად ვარ გუნდს ნებისმიერ მომენტში დავეხმარო."-განაცხადა ესპანელმა