როი კინი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედმა" პოლ პოგბას შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
"ვფიქრობ, პოგბა "იუნაიტედისათვის" დიდი სარგებლის მომტანი იქნება. იგი იცნობს ლიგას, კლუბს კი მოედნის ცენტრში ფეხბურთელი ძალიან სჭირდება. პოლი "იუვენტუსის" რიგებში შესანიშნავად ასპარეზობს. ამბობენ, რომ "იუნაიტედს" მისი შეძენა არ შეუძლია, თუმცა "ეშმაკებმა" მაინც უნდა სცადონ."
"ახლა კლუბს სჭირდება ფეხბურთელები ცენტრალურ ნახევარდაცვაში, დაცვის ცენტრში და მარჯვენა მცელის პოზიციაზე, რომელ როლსაც ყველაზე კარგად სიმუს კოულმენი ერგება."-განაცხადა კინმა