Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ყველა კრიტიკოსებს მოუწოდა, რომ ლუი ვან გაალის მუშაობის განსჯა სეზონის ბოლოს დაიწყონ.
"ყველა კრიტიკა ეხლა "იუნაიტედისკენ" არის მიმართული, რომელიც ცოტა ხნის წინ ინგლისის თასიდან გამოეთიშა. ხალხი სვამს კითხვას "როდემდე გაგრძელდება ლუი ვან გაალის მწვრთნელის პოსტზე ყოფნა?" ლუი ვან გაალის მიზანი ზედა ოთხეულში ყოფნაა და ისინიც სწორედ იქ არიან."
"სერ ალექსის აშენებული გუნდი ლუიმ მნიშვნელოვნად შეცვალა. შოტლანდიელი მასიური შეტევას ირჩევდა, ხოლო ლუიმ ამას ბურთის კონტროლზე დაყრნდონით, შედარებით ფრთხილი თამაში არჩია. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ვან გაალი მომავალ ზაფხულს საჭირო ფეხბურთელებს შეიძენს. ჩვენ უფრო შემტევ "მანჩესტერ იუნაიტედს" ვიხილავთ."
"ვფიქრობ ლუის არ აქვს გაცნობიერებული თუ რამდენად კონკურენტულია ეს ჩემპიონატი. ახლა ბრიტანეთში ათი წლის უკანდელი სიტუაცია არ არის. თითქმის ყველა პრემიერ ლიგის კლუბს კარგი ფეხბურთელის შესაძენად საკმარისი დაფინანსება აქვს. სეზონის ბოლოს ბევრი ისეთი კლუბი დარჩება ტიტულის მიღმა, რომელიც ადრე გამარჯვებას იმედოვნებდნენ."-განაცხადა "ლვიერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა.