ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსწონს და აპირებს საკუთარი თამაშით 7 ნომრიანი მაისურის ტარება გაამართლოს.
ბოლო დროს ანხელს ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ანხელს სურს რომ ყველას უჩვენოს, რომ ლეგენდარული მაისური, რომელსაც ადრე ჯორჯ ბესტი, ერიკ კანტონა, ბრაიან რობსონი, დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ ფლობდნენ დაუმსახურებლად არ აცვია.
"თავს აქ ძალიან კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ 7 ნომრიანი მაისური მაცვია. ვიცი, რომ წარსულში ამ ნორმით შესანიშნავი მოთამაშეები თამაშობდნენ. ყველაზე, ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელები."
"მე განცვიფრებული ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა კლუბში და ეროვნულ ნაკრებშიც. არგენტინის ნაკრები იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ავირჩიე ეს ნომერი."
"იმედი მაქვს, რომ აქ კარგად ასპარეზობას შევძლებ და 7 ნომერი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პრივილეგირებულ ადგილს შემინარჩუნებს."-განაცხადა არგენტინელმა