ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ანხელ დი მარია "ოლდ ტრაფორდზე" ბედნიერია და ჰოლანდიელი სპეციალისტი მოხიბლულია ნახევარმცველის შეხედულებებით.
ინგლისის თასის მატჩში არგენტინელმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც "ტოტენჰემთან" მატჩს გამოტოვებს.
ბოლო პერიოდში კი პრესაში აქტიურად იწერებოდა, თითქოს დი მარია მანჩესტერში ბედნიერი არ არის და მას კლუბისა და ქალაქის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.
ვან გაალს პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, იცხოვრებდა თუ არა დი მარია მანჩესტერში მომდევნო სეზონში, რაზეც უპასუხა: "როგორც მწვრთნელი, ვერასდროს იტყვი "კი" ან "არა", რადგან ფეხბურთელმა შესაძლოა ბოლო წამს გადაწყვეტილება შეცვალოს.
მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გადავა. მიუხედავად ინციდენტისა, რომელიც ცოლთან ერთად სახლში შეემთხვა, მანჩესტერში ცხოვრება მოსწონს. ვფიქრობ, დარჩება. მარცხზე და წითელ ბარათზე მას კარგი რეაქცია ჰქონდა. მისი შეხედულებები მომწონს."
ვან გაალს ჰკითხეს, ითამაშებდა თუ არა სამხრეთ ამერიკელი უორენ ჯოისის 21 წლამდელთა გუნდში, მან კი შემდეგი პასუხი გასცა: "არა, და იცით რატომ? რადგან ის ყველა მატჩში თამაშობს. ყოველთვის თამაშობდა და ეს კიდევ იმაზეა დამოკიდებული, რაც მანამდე ვთქვი. დი მარია სხვა ფეხბურთელებს უნდა შევადარო და თუ ვფიქრობ, რომ ის უკეთესია, მაშინ ის ითამაშებს."