კვირას "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" ბოლო 10 მატჩის ათვლას დაიწყებს.
ინგლისის თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგის საუკეთესო 4 გუნდს შორის ადგილის შენარჩუნებას ეცდება.
კერიკი აცხადებს, რომ თასიდან გავარდნა იმედგაცრუებაა, მაგრამ "იუნაიტედმა" არა ამაზე, არამედ მომდევნო მატჩზე უნდა იფიქროს.
"აწმყოს უნდა შეხედო, ფოკუსირება სწორედ იმაზე უნდა მოახდინო, რაც შენს წინ არის. უკან ძალიან შორს ყურებას ვერ დაიწყებ, რადგან ეს შორს წაგიყვანს. ჩვენი გონება ახლა მხოლოდ საკვირაო მატჩზე ფიქრობს - ამისთვის გვერდის ავლა არ შეგვიძლია.
ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირება მნიშვნელოვანია. გასულ წელს მისი გამოტოვება დიდი დარტყმა იყო. წელს კი კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით და საკუთარ თავს შანსი მივეცით. კვირიდან მოყოლებული რთული მატჩები გვეწყება, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ამიტომ კარგად თამაშს და გამარჯვებას ვეცდებით." - განაცხადა კერიკმა.