როგორც მოსალოდნელია, ეშლი იანგი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ტოტენჰემის" მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა მედიამ დაწერა, რომ "არსენალთან" მატჩის შემდეგ მან "ოლდ ტრაფორდი" ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირედი პრობლემით დატოვა.
ლუი ვან გაალმა "დეზებთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდის ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელი რობინ ვან პერსია და მცირედი დაზიანება აქვს მარკოს როხოსაც. ეშლი იანგმა კი დაადასტურა, რომ მატჩისთვის მზად იქნება. "არსენალთან" მატჩის პირველ ტაიმში მცირედი დაზიანება მივიღე. კარგად ვიქნები. "არსენალის" წინააღმდეგ მატჩები ყოველთვის დატვირთული გამოდის და ხშირად გიხდება ორთაბრძოლებში შესვლა, მაგრამ არ უნდა დანებდე და მომდევნო მატჩისთვის უნდა მოემზადო." - განაცხადა იანგმა.