კრის სმოლინგმა საკუთარი Facebook გვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.
"იუნაიტედის" მაისურით გატანილი საუკეთესო გოლი?
"ალბათ ინგლისის სუპერთასზე "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილ გოლს გამოვარჩევდი. ჩვენ 2:0-ით ვაგებდით და ამის შემდეგ გავიტანე მე და სხვაობა ერთამდე შევამცირე. ამ გოლს იმიტომ ვარჩევ, რომ ჩვენს "ქამბექს" "სიტის" წინააღმდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა."
კარიერადასრულებულ რომელი შემტევთან გსურთ თამაში?
"სერ ბობი ჩარლტონთან. მისი გოლების რეკორდი შთამბეჭდავია. მისი ეპოქის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში ძალიან მსურს. სერ ბობი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა და მის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესო იქნებოდა."
თქვენ ძალიან სწრაფად მოხვდით დიდ ფეხბურთში "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობიდან. თქვენ გზაზე რა იყო ყველაზე რთული გამოცდა?
"ჩემი პირველი წინასასეზონო მომზადება გუნდთან ერთად. ასეთ სამუშაოებს მიჩვეული არ ვიყავი და ადაპტაციისათვის დიდი ხნით წამიყვანეს. ჩემი სხეული კვირაში ორჯერ რთული ვარჯიშისათვის მზად იყო. ასე რომ, პირველი თვის განმავლობაში ახალ გარემოსთან შეჩვევას ვცდილობდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ადაპტაციისათვისაც რამოდენიმე თვე დამჭირდა. თუმცა მომეწონა ის, რომ ეს იყო ჩემთვის კარგი გამოცდა და ჩემი ორგანიზმის ახალი შესაძლებლობებიც შევისწავლე."