კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფრანცისკო მატურანამ, თანამემამულის რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა.
"ვან გაალის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ფალკაოსთან დაკავშირებით მეც ასე მოვიქცეოდი. მოედანზე საუკეთესონი გამოდიან. იმ შემთხვევაში თუ ფალკაო არ იქნება ფორმაში, თამაშს სხვა ფორვარდი დაიწყებს."
"მწვრთნელისთვის ძნელია, როცა გუნდში ახალი ტრავმირებული გყავს. გარდა ფალკაოსი, ვან გაალს უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის სახით შესანიშნავი დუეტი ჰყავს. როგორც მწვრთნელი, მე მათ ვერ ვეტყოდი იმას, რომ ისინი ვერ ითამაშებენ, რადგან მათ ახალგაზრდებს ადგილი უნდა დაუთმონ."
"ვან გაალი ძალიან სანდო მწვრთნელია. თუ ფალკაო მზად არ არის, რაც არ უნდა საწყენი იყოს კოლუმბიელი გულშემატკივრისთვის, მან არ უნდა ითამაშოს."-განაცხადა მატურანამ