რობინ ვან პერსის დაბრუნების თარიღი ცნობილია. ჰოლანდიელი თამაშს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ტრავმა თებერვლის შუა რიცხვებში, "სუონსის" წინააღმდეგ მატჩის დროს მიიღო. რობინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთში მყოფი ერთადერთი ფეხბურთელია.
ლუი ვან გაალის თქმით, თავის თანამემამულეს ვარჯიში არ დაუწყია და ის ახლაც სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. როგორც ჩანს, ვან პერსი მხოლოდ სანაკრებო შესვენების დროს დაბრუნდება.
"ის ჯერ კიდევ სამედიცინო პერსონალთან ერთად მუშაობს. ვარჯიშობს, თუმცა სპორტ დარბაზში და არა- მოედანზე."- ციტირებს ვან გაალის სიტყვებზე Manchester Evening News