მარუან ფელაინი დარწმუნებულია, რომ საკუთარ პარტნიორებთან ერთად ისინი სეზონის დარჩენილ რთულ მატჩებში წარმატებას მიაღწევენ და სეზონს პირველ ოთხეულში დაასრულებენ.
"ჩვენ დიდი ბრძოლა გველის. სეზონის დარჩენილი ნაწილი მაღალ რიტმში უნდა დავასრულოთ, რადგან ძალიან ბევრ გუნდს სურს ოთხეულში მოხვედრა. ჩვენ 10 თამაში დაგვრჩა და თითოეულ მატჩში გამარჯვებას უნდა ვეცადოთ."
"ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გვინდა. სწორედ ეს მიზანი აქვს "ტოტენჰემს", "ლივერპულსა" და "არსენალს". ასე რომ ძალიან მჭიდრო ბრძოლა იქნება."-განაცხადა ბელგიელმა