ეშლი იანგმა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩზე ისაუბრა და თანაგუნდელებს საკუთარი ხასიათის ჩვენებაზე მოუწოდა.
"ინგლისის თასიდან გამოთიშვით ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით. ჩვენ ამ თასის მოგების დიდი შანსი გვქონდა, თუმცა ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა ყველას ჩვენი ხასიათი უნდა დავანახვოთ და ვეცადოთ ეს მწარე მოგონებები რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ. ვარჯიშზე კარგად ვემზადებით და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ საშინაო მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველით."
"კვირას გამარჯვებასა და თავდაჯერებულობის აღდგენას შევეცდებით. "იუნაიტედმა" საკუთარი ხასიათი და გუნდური სულისკვეთება ყველას უნდა აჩვენოს."-განაცხადა იანგმა manutd.com-თვის მიცემულ ინტერვიუში