შესაძლოა დავიდ დე ხეა მეგობარ გოგონას მანჩესტერი არ მოსწონს, მაგრამ თავად ესპანელი ქალაქში დროს კარგად ატარებს.
დე ხეა, რომელიც ლუი ვან გაალის გუნდის შეუცვლელი წევრია, პარასკევს "იუნაიტედის" ფონდის ფარგლებში მანჩესტერელ ბავშვებს შეხვდა.
დავიდმა ფოტოები თავის Twitter და Instagram გვერდებზე დადო და თან დააწერა, რომ ბავშვებთან ერთად კარგი დრო გაატარა.
დე ხეა პატარა ბიჭთან ერთად დგას და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფონდის სესიის დროს მწვრთნელის დავალებებს ისმენს.
ესპანელი კიპერი პროგრამის მონაწილეებს ეხუმრება.
"შესანიშნავი საღამო @manchesterunited Foundation-ის ბავშვებთან ერთად. სასიამოვნო დრო გავატარეთ." - დაწერა დე ხეამ.
დე ხეა მანჩესტერული მომავალი ეჭვქვეშ დგას, რადგან მისით სერიოზულად ინტერესდება მადრიდის "რეალი", ხოლო ესპანელის მეგობარმა გოგონა ედურნე გარსიამ განაცხადა, რომ მანჩესტერი არ მოსწონს.
წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.