ორშაბათს "არსენალთან" განცდილი მარცხის შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდი იმედოვნებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვების ახალ სერიას დაიწყებს.
"მომდევნო მატჩები გადამწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, სახლში წაგების შემდეგ გუნდის რეაქცია საინტერესოა.
"ტოტენჰემის" სახით ძალიან კარგ გუნდს ვუპირისპირდებით. პრემიერ ლიგის ცხრილში ბევრ გუნდთან ვართ ახლოს. შეგვიძლია მეორე ან მესამე ვიყოთ, სხვაობა დიდი არ არის."
ჩემი ფეხბურთელების მჯერა. სავარჯიშო სესიებიდან ვხედავ, რომ ვპროგრესირებთ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ როცა ამას ვარჯიშზე აჩვენებ, თამაშშიც უნდა აჩვენო.
მაგრამ ვარჯიშსა და მატჩს შორის დიდი სხვაობაა. დიდ გამარჯვებას უნდა დაველოდოთ. შემდეგ შესაძლოა უფრო მეტი სულისკვეთება და თავდაჯერება მოვიპოვოთ, რათა გავიმარჯვოთ."
როცა ვან გაალს ჰკითხეს, მისი გუნდი ხომ არ ნერვიულობდა, მან უპასუხა: "ეს მხოლოდ თქვენი წარმოდგენაა. რა უნდა გითხრათ? არაფერსაც არ გეტყვით. ასე არ ვფიქრობ. რასაც ფეხბურთელებში ვხედავ და რასაც მეუბნებიან, იქიდან გამომდინარე ჩანს, რომ ასე არ არის.
ისეთივე თავდაჯერება მაქვს, როგორც მანამდე. "არსენალთან" მარცხის გამო იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ფეხბურთელები თვლიან, რომ წააგეს საკუთარი თავის გამო და არა მოწინააღმდეგის.
ფეხბურთელების რეაქციით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, "ტოტენჰემთანაც" მივაღწევთ ამას, რადგან ეს არის პირველი მატჩი იმ 10-დან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას გადაწყვეტს."
"მანჩესტერ იუნაიტედი" არის დიდი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაშობდეს.
ეს წელს ვნახეთ. კარგი არ არის. ასე იქნება მეორე წელსაც. მაგრამ გამორიცხული არაფერია, რადგან ყველა თამაშს ვერ მოიგებ და ბევრი სხვა გუნდიც იბრძვის.
მაგრამ ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა, რაც საჭიროა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც სეზონის დასაწყისში დავისახეთ."
წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.