სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 29-ე ტური თარიღი: კვირა, 15 მარტი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ვან პერსი, დისკვალიფიკაცია: ევანსი (5 მატჩი), დი მარია (1 მატჩი) კითხვისნიშნისქვეშ: როხო განაცხადი: De Gea, Johnstone, Valdes, Lindegaard, Blackett, Jones, McNair, Rafael, Rojo, Shaw, Smalling, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, James, Januzaj, Mata, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney, Wilson.. "ტოტენჰემთან" მატჩს დისკვალიფიცირებული ჯონი ევანსი და ანხელ დი მარია გამოტოვებენ, ასევე ტრავმირებული რობინ ვან პერსი. საეჭვოა მატჩში მარკოს როხოს მონაწილეობა.
"ტოტენჰემი"
ტრავმირებულები: არავინ დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ განაცხადი: Friedel, Lloris, Vorm, Chiriches, Davies, Dier, Fazio, Kaboul, Rose, Vertonghen, Walker, Yedlin, Bentaleb, Capoue, Ceballos, Chadli, Dembele, Eriksen, Lamela, Mason, Paulinho, Stambouli, Townsend, Adebayor, Kane, Soldado..
"დეზები" "იუნაიტედთან" მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. პოჩეტინოს გუნდში არც ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 53 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-ფ-მ-წ-მ-მ
ორშაბათს ინგლისის თასზე "არსენალთან" განცდილი მარცხი ყველა ტურნირის გათვალისწინებით "იუნაიტედის" მხოლოდ მესამე საშინაო მარცხი იყო - 12 მოგება, 1 ფრე.
"ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მასშტაბით გამართულ ბოლო 13 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 11 მოიგო - 11 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი.
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 18 მატჩში "იუნაიტედი" მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა - 12 მოგება, 4 ფრე.
პრემიერ ლიგის მასშტაბით ჩატარებულ ბოლო 9 საშინაო მატჩში "იუნაიტედმა" 8 მოიგო და ქულები ერთადერთ შეხვედრაში დაკარგა, როცა "საუთჰემპტონთან" დამარცხდა.
საშინაო მატჩებში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 34 ქულა აიღო - მხოლოდ ლიდერ "ჩელსის" აქვს უკეთესი შედეგი - 35 ქულა.
პირველ ტაიმში საშინაო მატჩებში "წითელმა ეშმაკებმა" 18 გოლი გაიტანეს - 4 გოლით მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა, სულ კი "ოლდ ტრაფორდზე" მათ ანგარიშზე 30 გატანილი ბურთია - ამ მაჩვენებლით ჩემპიონატში ლიდერობას იყოფენ.
"ტოტენჰემი"
მე-6 ადგილი, 50 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-წ-ფ-მ-მ
ბოლო შესაძლო 39 ქულიდან "ტოტენჰემმა" 29 ქულა აიღო - 9 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი. ამ პერიოდში უფრო მეტი ქულა მხოლოდ "არსენალს" (31) და "ლივერპულს" (30) აქვთ.
"ლივერპულის" (2000-2002) და "ბლექბერნის (2004-2006) შემდეგ "ტოტენჰემი" მესამე გუნდია, რომელიც "იუნაიტედთან" ზედიზედ მეხუთე მატჩში არ დამარცხებულა.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მიმდინარე სეზონის ყველა გასვლით მატჩში გაიტანა გოლი, გარდა პირველ ტურში "ვესტ ჰემთან" 1-0 მარცხისა.
მატჩის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის დაწინაურების შემდეგ "დეზებმა" 16 ქულა აიღეს - პრემიერ ლიგის ყველა სხვა გუნდზე მაღალი მაჩვენებელია.
პრემიერ ლიგის ბოლო 12 გასვლითი შეხვედრიდან ლონდონელებმა მხოლოდ 1-ში მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 12 გოლი (10 ლიგაში).
უეინ რუნიმ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა, როცა სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა.
თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.
"ტოტენჰემი"
წამყვანი ბომბარდირები: კეინი - 24 გოლი (16 ლიგაში).
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 გასვლით შეხვედრაში ჰარი კეინმა გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის გასვლით მატჩებში გოლის გატანის უფრო გრძელი სერია აჩვენა, რობინ ვან პერსია, რომელსაც 2010-11 წლების სეზონში ზედიზედ 9 გასვლით მატჩში გაჰქონდა გოლი.
პარასკევს კეინი 2006 წლის შემდეგ პრემიერ ლიგის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ზედიზედ ორჯერ მისცემს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. 2006 წელს ასეთი რამ კრიშტიანუ რონალდუმ შეძლო.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 181-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 84 შეხვედრაში იზეიმა, "ტოტენჰემმა" 48-ში, ხოლო 49 მატჩი ფრედ დასრულდა.
2012 წლის მარტში მოპოვებული 1-3 გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ზედიზედ 5 მატჩის განმავლობაში ვერ ამარცხებს (3 ფრე, 2 მარცხი). პრემიერ ლიგის წინა 22 მატჩში "წითლები" არც ერთხელ არ დამარცხებულან და 17-ჯერ გაიმარჯვეს.
"იუნაიტედის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" გამართული ბოლო ორი შეხვედრა "ტოტენჰემმა" მოიგო. "დეზებს" არასდროს მოუხერხებიათ გასვლაზე "იუნაიტედის" ზედიზედ სამჯერ დამარცხება.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები