ესპანელმა შემტევმა ხუან მატამ განაცხადა, რომ მას ოპტიმიზმის საშუალებით ლუი ვან გაალის გუნდში, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი აქვს.
ესპანელი სასტარტო შემადგენლობაში "ქპრ"-ს წინააღმდეგ (17 იანვარი) მატჩის შემდეგ არ გამოსულა. თუმცა ხუანი ვარჯიშს კვლავ აგრძელებს და მზადაა კლუბს ნებისმიერ დროს დაეხმაროს.
"მე ისევე ვმუშაობ, როგორც ყოველთვის. იგივე დამოკიდებულებითა და იგივე ვნებით. ეს არის ყველაფერი, რაც მე შემიძლია. ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მზად ვარ კლუბს ნებისმიერ დროს დავეხმარო."– წერს ესპანელი საკუთარი Facebook-ის გვერდზე.
ცოტა ხნით ადრე კი, "იუნაიტედის" ლეგენდამ პოლ სქოულზმა ამ თემაზე საკუთარ ყოველკვირეულ გრაფაში ისაუბრა. ყოფილი ინგლისელი ნახევარმცველი გაოცებულია იმის გამო, თუ რატომ შეწყვიტა ვან გაალმა ესპანელი "ჯადოქარის" სასტარტო შემადგენლობაში დაყენება.
"უნდა დავფიქრდეთ ხუანზე, რომელიც 17 იანვრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ გამოსულა. ვან გაალის ტაქტიკის გათვალისწინებით ვერ ვხვდები, რატომ არ გამოდის ფელაინის ნაცვლად მატა, განსკუთრებით თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ "იუნაიტედს" ჩაწოდებებით თამაში არ სურს.
ჯერ კიდევ მჯერა, რომ ვან გაალი სწორი არჩევანია. არ ვფიქრობ, რომ გუნდის ხედვის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ლუი - ჯიუტი ადამიანია და ფეხბურთში ეს ცუდი არ არის. მაგრამ ვშიშობ, თუ ბარსელონურ სტილში თამაშს გააგრძელებს, კლუბს ასეთი სტილის ფეხბურთელების მოძებნა მოუწევს."-განაცხადა "წითურმა პრინცმა" ყოველკვირეულ გრაფაში.