"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა მისი გუნდის მომდევნო ოპონენტი, "ტოტენჰემი" შემტევი სტილისა და ახალგაზრდებისადმი მიდგომის გამო შეაქო.
მეოთხე ადგილზე მყოფი "იუნაიტედი" კვირას მეექვსე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" მასპინძლობს, რომელიც "წითელი ეშმაკების" კონკურენტებად ითვლებიან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.
მაურისიო პოჩეტინოს ახალგაზრდული გუნდს, რომელიც 16 გოლის ავტორთან, ჰარი კეინთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ესწრაფვის, ბოლო 7 თამაშში 5 გამარჯვება და ერთი ფრე აქვს.
"ტოტენჰემთან" თამაში ადვილი არ არის. მომწონს მათი პროცესი, რადგან ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი არ თამაშობს და ბევრი ახალგაზრდა თამაშობს. მიუხედავად ამისა, ისინი ახლოს არიან და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ.
კეინის მიერ გოლების გატანის სტილი მათი წარმატების კიდევ ერთი მაგალითია. ეს საფეხბურთო სამყაროს ის ასპექტია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის მინიმუმ ერთ სეზონში გაბრწყინებას გულისხმობს და ასეც ხდება.
ვფიქრობ, "დეზები" ძალიან კარგად მოთამაშე გუნდია. მათ მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ.
სასიამოვნოა სხვა კლუბის პროცესის ხილვა. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ და იმედი მაქვს დამარცხებას მოვახერხებთ, რადგან ძალიან რთული იქნება." - განაცხადა ვან გაალმა.
წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.