თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2015, 21:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1715,
კომენტარები: 7
ვან გაალი საკუთარ გადაწყვეტილებას იცავს
ლუი ფალკაოს რეზერვისტთა კლუბში გაგზავნაზე საუბრობს.
ვან გაალი საკუთარ გადაწყვეტილებას იცავს
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ რადამელ ფალკაოს რეზერვისტთა კლუბში გაგზავნა მის "დამცირებას" არ ნიშნავს.

"იუნაიტედის" გულშემატკივართა უმრავლესობა გასულ კვირას შოკირებული იყო იმის გამო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" 21 წლამდელთა გუნდში ათამაშეს. ვან გაალი კი გაზეთების სათაურებს არ ეთანხმება.

"ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის ის, რომ მე ფეხბურთელებს მეორე გუნდში თამაშის უფლებას ვაძლევ. წავიკითხე, რომ ბევრმა გაზეთმა ამას ფალკაოს დამცირება უწოდა. მე ასე არ ვფიქრობ. ეს მწვრთნელის, კლუბის ხელმძღვანელობისა და თავად ფეხბურთელის პროფესიონალურ ქცევას ასახავს."

"ფალკაოსთან ერთად რეზერვისტთა გუნდში ვიქტორმა და რაფაელმაც ითამაშეს. ბრაზილიელმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ულამაზესი გოლიც გაიტანა. ამის წყალობით მას შეუძლია ნდობა აღიდგინოს."
-განაცხადა ჰოლანდიელმა

ამავდროულად Manchester Evening News იუწყება, რომ თავად ფალკაოსაც არ აქვს იმის იმედი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მას გამოისყიდის. ამასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის აგენტმა ხორხე მენდეშმა მოლაპარაკებები ესპანურ "ვალენსიასთან" წამოიწყო.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
13 მარტი 2015 22:38
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რატოა დამცირება ვერ ვხვდები. ეს ფეხბურთელის ფორმაზეა დამოკიდებული და არააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მსოფლიო დონის თუ მეხუთე დივიზიონში სათამაშო კაცი.
0
№2
ავტორი: N10
13 მარტი 2015 22:57
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
რაფაელზე კარგად თქვა იმედია ცალფეხას გაათრევს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
14 მარტი 2015 00:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რატომ მონათლეს დამცირებად და იმიტომ, რომ ფალკაო არის ვარსკვლავი, რომელსაც არ შეეფერება მეორე გუნდის რიგებში თამაში. კიდევ იმიტომ, რომ ვან გაალი ამ ხერხს მაშინ მიმართავდა, როცა ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და ბრუნდებოდა. ახლა კი ყოველგვარ მიზეზგარეშე გაამწესა იქ და ერთადერთი საფუძველი ჰქონდა ის, რომ ფალკაო არ არის ფორმაში. რამდენად მოახერხებს მეორე გუნდის რიგებში თამაშით ფორმის აღდგენას ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ თუ ამას აკეთებს ლუი, მაშინ ძირითადშიც უნდა ათამაშოს კიდეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2015 00:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
18 წლამდელებში გაუშვას ხოლმე wink

ამით არაფერი არ დაკლებია, პირიქით მანდ მაინც ითამაშა. ტოტენჰემთან მგონი რომ გამოჩნდება მოედანზე, ძაან გაუგრძელდა სკამზე ჯდომა
0
№5
ავტორი: Mufc7
14 მარტი 2015 02:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბრაზილიელმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

სასწაული გოლი იყო მართლა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: temo-scholes
14 მარტი 2015 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
eee luisito totenhemtan sastartoshi radameli da rafaeli daayene da mere shenze leqss davwer:);)
0
№7
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 09:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ტოტენჰემთან ფალკაოც და რაფაელიც სასტარტოში იქნება გულით ვგრძნობ. belay
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top