"ტოტენჰემთან" მატჩში მარკოს როხოს თამაში ეჭვქვეშ დადგა, ხოლო რობინ ვან პერსი ჯერ კიდევ ტრავმირებულია.
ვან გაალმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს აცნობა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს მცირე პრობლემა აქვს, რომელმაც შესაძლოა მატჩი გამოატოვებინოს.
ლუკ შოუს ტრავმის პერიოდში სწორედ როხო იკავებდა მარცხენა მცველის პოზიციას, ხოლო უკანსკნელ მატჩში ინგლისელი ფეხბურთელი დაბრუნდა თავისთვის ჩვეულ პოზიციაზე და როხომ ცენტრალური მცველის როლი შეითავსა (ერთი ტაიმის განმავლობაში).
"ასეა თუ ისე, მხოლოდ ვან პერსია ტრავმირებული. ეს კარგის ნიშანია - როცა შენ მარცხდები, თითოეულ შენს ფეხბურთელს სურს ივარჯიშოს და სავარჯიშო სესიაზე ენერგია აჩვენოს. კარგია ამის ნახვა.
როხოს მცირედი ტრავმა აქვს. ფეხბურთელების ჯანმრთელობას უნდა მოუფრთხილდე. პატარა პრობლემა აქვს. შესაძლოა "ტოტენჰემთან" მატჩში არ ვათამაშო, მაგრამ უნდა გადავწყვიტო." - განაცხადა ვან გაალმა.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.