"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი, პოლ სქოულზი ფიქრობს, რომ "არსენალმა" მის ყოფილ გუნდს სწორედ ის უჩვენა, რაც "წითელ ეშმაკებს" აკლიათ.
ორშაბათს ინგლისის თასზე გამართულ შეხვედრაში ლუი ვან გაალის გუნდი "მეთოფეებმა" მეოთხედფინალურ ეტაპზე დაამარცხეს.
გამარჯვების გოლი დენი უელბეკის ანგარიშზეა, რომელმაც ვალენსიას შეცდომით ისარგებლა და ყოფილ გუნდს გაუტანა.
სქოულზი ფიქრობს, რომ ასეთ შედეგს არსენ ვენგერის შეგირდებმა კარგი თამაშით მიაღწიეს.
"არსენლამა ჩემზე შთბეჭდილება მოახდინა, ასეთი რამის თქმა კი ბოლო წლებში იშვიათად შემიძლია. მოედანზე მათი მოქმედება "მანჩესტერ სიტისთან" მათსავე მატჩს მახსენებდა. ნახევარდაცვაში სწრაფად, ენერგიულად და წადილით თამაშობდნენ, რითაც "იუნაიტედი" მოედნის ცენტრში დაჯაბნეს. არც ფიზიკურად გამოიყურებოდნენ ცუდად და დენი უელბეკის სისწრაფემ და სიძლიერემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
სანტი კასორლა და ფრანსის კოქლენი საკუთარი გუნდის რიგებში გამოირჩეოდნენ. არასდროს მინახავს ისინი ასეთ კარგ ფორმაში. სწრაფად და აგრესიულად თამაშობდნენ, რის წყალობითაც "იუნაიტედი" დაამარცხეს. ვან გაალის შეგირდებს უჩვენეს ის, რაც მათ აკლიათ ნახევარდაცვაში და რაც ძალიან სასაცილოა, როცა საჭირო იყო შეტევაში სწორხაზოვან თამაშსაც კი არ ერიდებოდნენ."
პოლ სქოულზმა წინა კვირას "არსენალის" გერმანელი ლეგიონერი, მესუთ ოზილი გააკრიტიკა, რაზეც არსენ ვენგერმა უპასუხა, რომ თავად პოლსაც კი ენდომებოდა ოზილთან ერთად თამაში.
"ორშაბათს ჩემდა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ არსენ ვენგერს ვეთანხმები. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მესუთ ოზილთან ერთად მომეწონებოდა და ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ყოველ კვირას ისე ითამაშებს, როგორც "ოლდ ტრაფორდზე".
წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.